Wednesday, September 26, 2012

A person for life or A lesson for life.

 გამარჯობა, რაღა თქმა უნდა დიდი ხანია არ დამიწერია. ყველაზე დიდი უსაქმურობის ჟამს მახსენდება ეს ბლოგი რომ გამაჩნია, არადა რა კარგია ხოლმე ძველ პოსტებს რომ გადავხედავ. 
 გიჟი ზაფხული მქონდა.. ესე ვიტყოდი)) დავისვენე, გავთავისუფლდი ყველა ემოციისგან და რაც შემორჩენილი მაქვს ნელ-ნელა ვუშვებ. 

                      

When you fully trust a person without any doubt, you'll finally get one of two results: A person for life or A lesson for life. ჩემ შემთხვევაში მეორე ვარიანტია) ზოგადად სინანული არ მჩვევია და არც ესაა გამონაკლისი. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ის რასაც ვაკეთებდი იმ მომენტში იყო ზუსტად ის რა მინდოდა, შესაბამისად სანანებელიც არაფერია, საწყენიც უკვე არაფერია და რაც მთავარია უკვე აღარაფერია. ისევ იგივე მეორდება ჩემი 2 წამიანი ეიფორიები, რომლებიც 2 -3 თვეში წყნარდება...
 ველოდები სწავლის დაწყებას, ეს მნიშვნელოვანი წელია ჩემ ცხოვრებაში და დიდი შემართებით ვარ... ჩემის მიზნების ასრულებას შევუდექი, შეუძლებელი ხომ არაფერია! მითუმეტეს ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც ყოველთვის მაქვს ის რაც მინდა. (ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო) ))

ეს ჩემი ახალი დევიზია Good things comes to those who work their asses off and never give up !


Saturday, May 12, 2012

ერთად ვიკითხოთ მეტი




ერთად ვიკითხოთ მეტი.. გავხდეთ წიგნების თაობა... დავუბრუნოთ ადამიანებს წიგნების სიყვარული...მსგავს მოწოდებებს ხშირად ვხვდებით, თუმცა საინტერესოა ვინ ითვალისწინებს, ვინ ცდილობს რეალურად დაუბრუნოს წიგნებს პოპულარობა... ჩემში პირადად ის უფრო იწვევს ინტერესს თუ როგორ უნდა აიძულო ადამიანს წიგნის კითხვა.

წიგნების პოპულარობა ვახსენე და თან დავფიქრდი...მემგონი ახლანდელ თაობაში იმდენად პოპულარულია აჩვენო თავი ,,განათლებულად’’ , რომ არც თუ ისეთი მივიწყებული თემაა წიგნები... ცუდი ისაა, რომ  რეალურად ძალიან ცოტა ადამიანია ვინც წიგნს საკუთარი სიამოვნებისთვის კითხულობს. პრობლემა სწორედ ესაა..

 წიგნები ავითარებენ  წარმოსახვის უნარს, ამდიდრებს ფანტაზიას. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ  სწორედ ბავშვობაში წაკითხული წიგნების დამსახურებაა ჩვენი შემდგომი ჩამოყალიბება და მსოფლმხედველობა.

წაუკითხავ წიგნებს შურისძიების ძალა აქვთ. ჩემი სიტყვები არა არის, მაგრამ სრულიად ვეთანხმები. სიტყვა ,,უწიგნური’’ მძიმედ ჟღერს, თუმცა სწორედ უწიგნური ადამიანი იჩაგრება ყველაზე მეტად ჩვენ საზოგადოებში. და სამწუხაროდ ბევრია ესეთი.

ადამიანების ცხოვრებაში წიგნი იმაზე დიდ როლს თამაშობს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან უნდა შეიყვარო წიგნის სუნი, ფურცხლების ხმა... ყველაფერი აქედან იწყება.. განათლებას რომ თავი დავანებოთ (არც თუ ისე თავის დასანებებელი თემაა) წიგნი საუკეთესო მრჩეველია, უხილავი გიდია რომელიც გვასწავლის სხვა ადამინების, ნაწარმოებების გმირების, მაგალითზე თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად ან არასწორად. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა არ უნდა დარჩეს ჩვენი თვალთახედვის მიღმა. კარგ ნაწარმოებს დიდი ძალა აქვს. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ... ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელმა პირველმა’’ მოახდინა. ჩემთვის რთულია გადმოვცე რამდენად მადლობელი ვარ ამ წიგნის. ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ვერ შევიცანი ბოლომდე. ეს ნაწარმოებია რომელიც გასწავლის ცხოვრებას და გაჩვენებს სიყვარულის ძალას... დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს.

ჩემს ცხოვრებაში წიგნებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და ახლაც ასეა, საბედნიეროდ. არის პერიოდი როდესაც ვერ იცლი საკითხავად, თუმცა თაროზე ყოველთვის დევს დაუმთავრებელი წიგნი, როგორც კი სიცარიელეს ვგრძნობ იმ წამსვე მივადგები ხოლმე ამ თაროებს და ვივსები ახალი ემოციებით , შთაბეჭდილებებით,ვიცნობს ახალ ადამიანებს და  გადავდივარ სხვა სამყაროში, რეალურად ვისვენებ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კარგი ნაწარმოების წაკითხვას სევდაც მოყვება რომ უკვე დამთავრდა.. და აი ისევ გურამ დოჩანაშვილი და პირველად წაკითხვის ბედნიერება.


beatnik-books.blogspot.com

Wednesday, April 4, 2012

გამარჯობა! )

გამარჯობა, მე ვარ ანი და ეხა ვწევარ და ქეთა წერს ჩემ მაგივრად და რაღაცებს ბოდიალობს, ,,ეხა ვერ ხვდება რას ვშვები მემგონი, რაღაც ფიქრებშია გართული... <3 ყიდვებზე და რაღაც მომავალი 20 წლის ამბებზე ლაპარაკობს, ხოდა კიდე ამბობს რო მე ვარ სამანტა ჯონსი. თან ძააალიან საყვარელია <3 კიდე ლადომ გვასახელა დღეს. კი, აპრილია მარა ჩვენთან ახლახანს დადგა გაზაფხული... მშობელი მეცნიერებიც არსებობენ თურმე!)) ვოტ ტაკ, ეგეთებიც ხდება... ხოდა ჯობდა დაგვეწერა ვწევარ ეხა ჩემთვის, ქეთას მხარზე მაქვს თავი ვფიქრობ და ეს კიდე წერს... თიკოს ტოკსიკოზი დაწყებია, გუშინ მომწერა, 7 კვირის ყოფილა... თეომაც გაიგო სქესი გოგოა.''
 - მე რო რამე მომივიდეს რას იზამ?! -ესეთ იდიოტურ კითხვას ვუსვამ ქეთას, უნდა რო მიჩქმიტოს, მარა ისე ვწევარ საწყლად რო ვეცოდები და წერას აგრძელებს... მე კიდე მეცინება ჩუმ-ჩუმად. და კიდე ერთნაირი კანები გვაქვშ <3 თბილი
წავედით ჩაიზე :>

Sunday, January 8, 2012

დადგა ახალიი 2012 წელი:> გილოცავთ გილოცავთ! ოცნებების ასრულებას გისურვებთ! ან არა, არა ერთი ოცნების...რომელიც ყველაზე მეტად გინდათ, ეს უფრო სანატრელია ხოლმე, თორემ ოცნებები ბევრი მაქვს... ერთს თუ აირჩევ ე.ი განსაკუთრებულია.

აქ იშვიათად შემოვდივარ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ წერა არ გამომდის)) მაგრამ კიწის თხოვნით შემოვდივარ.. სულ მეუბნება დაწერე , დაწერეე! ხოდა აი მეც ვწერ))

უცნაური წელი იყო 2011, უცებ ჩაიარა..უკან რომ ვიყურები ვხვდები, ბევრი რაღაც შეიცვალა... არა მაინც კმაყოფილი ვარ.. ყველანაირი ემოცა გამოვცადე)) თქვენ წარმოიდგინეთ თავი შეყვარებულიც კი მეგონა, სამწუხაროდ დიდხანს არა...ნუ როგორც მჩვევია... უცებ ავიტაცებ ყველაფერს, ეიფორიებში ვარ, მთელი სამყარო ჩემი მგონია და მერე ბახ! 2 წუთში (ან ცოტა მეტში) ვხვდები რომ ვცდები...

მოკლედ, კარგიც ხომ ბევრი იყოო, ძალიან ბევრიი და მიხარია, მიხარია, მიხარია რომ ეს წელი ჩემი იყო! <3

Wednesday, November 23, 2011

იდეალურ ახალ წელზე ვფიქრობ ამ ბოლო დროს... როგორ მინდა ლონდონის ქუჩებში ვიყო... მორთული საშობაოდ. მერე სახლი დიდი ნაძვის ხე, ბუხარი, თოვლი, საყვარელი ადამიანი.. ნამდვილად იდეალურია

ამისრულდება ალბათ ოდესმე.. საყვარელ ადამიანს რომ ვიპოვი მერე ))) თან პაოლო კოელიოც ხომ ამბობს, რომ როცა რაღაც გულით გვინდა მთელი სამყარო გვეხმარება მის ასრულებაში!

23

დღევანდელი დღე ძალიან მიყვარს...
მე და ჩემი მეგობრები ყოველ 23ს ავღნიშნავთ... კი, კი გიორგობაა )) მაგრამ ჩვენთვის 23 გაცნობის დღეა და გადავწყვიტეთ ყოველ წელს ერთად ვიყოთ ამ დღეს
ტრადიციას არ ვარღვევთ...
გუშინ ჩაის საღამო მქონდა, მარტო გოგოები დაა უსასრულო ჭორაობა ))


ეხლა ღამის 3 საათია, ვხაზავ... თან აქ ვარ გადავწყვიტე 
არ მივატოვო ეს ბლოგი იქნებ რამე გამომივიდეს... 

Impossible is nothing?!

რა რთული ყოფილა წერა... ყოველთვის მინდოდაა ჩემი აზრების ჩანახატებად გადმოცემა შემძლებოდა, არა, არა არ შემიძლია, მაგრამ...ვცდი