Wednesday, September 26, 2012

A person for life or A lesson for life.

 გამარჯობა, რაღა თქმა უნდა დიდი ხანია არ დამიწერია. ყველაზე დიდი უსაქმურობის ჟამს მახსენდება ეს ბლოგი რომ გამაჩნია, არადა რა კარგია ხოლმე ძველ პოსტებს რომ გადავხედავ. 
 გიჟი ზაფხული მქონდა.. ესე ვიტყოდი)) დავისვენე, გავთავისუფლდი ყველა ემოციისგან და რაც შემორჩენილი მაქვს ნელ-ნელა ვუშვებ. 

                      

When you fully trust a person without any doubt, you'll finally get one of two results: A person for life or A lesson for life. ჩემ შემთხვევაში მეორე ვარიანტია) ზოგადად სინანული არ მჩვევია და არც ესაა გამონაკლისი. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ის რასაც ვაკეთებდი იმ მომენტში იყო ზუსტად ის რა მინდოდა, შესაბამისად სანანებელიც არაფერია, საწყენიც უკვე არაფერია და რაც მთავარია უკვე აღარაფერია. ისევ იგივე მეორდება ჩემი 2 წამიანი ეიფორიები, რომლებიც 2 -3 თვეში წყნარდება...
 ველოდები სწავლის დაწყებას, ეს მნიშვნელოვანი წელია ჩემ ცხოვრებაში და დიდი შემართებით ვარ... ჩემის მიზნების ასრულებას შევუდექი, შეუძლებელი ხომ არაფერია! მითუმეტეს ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც ყოველთვის მაქვს ის რაც მინდა. (ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო) ))

ეს ჩემი ახალი დევიზია Good things comes to those who work their asses off and never give up !